“დავიღალე ისე რომ გაღვიძებაც მტკივა“ – 18 წლის ლიკა კუჭუხიძე, რომელსაც მეუღლე მძიმე ავარიაში დაეღუპა ემოციურ მიმართვას აქვეყნებს

2025 წლის 24 ოქტომბერს, სამტრედია-აბაშის გზაზე მომხდარი უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბაჩო ლასარეიშვილი გარდაიცვალა, რომელიც რამდენიმე თვის წინ თავის რჩეულზე, ლიკა კუჭუხიძეზე დაქორწინდა. ტრაგედიამ საქართველო შეძრა. 

18 წლის ლიკა კუჭუხიძე საავადმყოფოდან გაწერეს და რეაბილიტაციას სახლში გადის.

ლიკა მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს  და წერს:

„დავიღალე ისე, რომ გაღვიძებაც მტკივა. ყველგან ხმაურია, ჩემში სიჩუმე. ვიღიმი, მაგრამ შიგნით არაფერი მრჩება. ყოველდღე საკუთარ თავს ვათრევ და არვინ ხედავს რამდენად მძიმედ.

უბრალოდ ერთი წამით მინდა აღარ მტკიოდეს

უბრალოდ მასთან ყოფნა მინდა“, – წერს ლიკა კუჭუხიძე.