ინფლუენსერი და მოდელი, ცნობილი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი “მადისაღმძვრელი პოდკასტის” მორიგი ეპიზოდის სტუმარი იყო. გულახდილ ინტერვიუში ისაუბრა ხელახლა ნაპოვნ და გაძლიერებულ საკუთარ თავზე, ახალ ამპლუაზე – როგორც ცნობილია, მან მომღერლობა დაიწყო და ახლებურად წარდგა საზოგადოების წინაშე. ასევე ისაუბრა იმ რთულ პერიოდზე, რომელიც გაიარა ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაშორების პერიოდში. როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ ჩოგბურთელმა გერმანელ რჩეულს ხელი სთხოვა, ნეკამ კი აღნიშნა, რომ თავადაც ჰყავს საყვარელი ადამიანი, ნიკასთან კი დღეს კარგი ურთიერთობა აქვს.
– ძაან მეცოდება ამ გადმოსახედიდან ჩემი თავიც, ის ბიჭიც და მისი დედაც. მეცოდება ეს ქალბატონი. ახლა აღარ ვარ გაბრაზებული, სულიერად ბევრად განვითარებული ვარ, ვიდრე ოდესღაც ვყოფილვარ. როცა სულიერად მაღლდები, მერე აღარ გინდა, რომ ვინმე დასაჯო, ვინმეს ჭკუა ასწავლო. ერთადერთი, ისევ შენი თავი გინდა გაიძლიერო, უფრო კაი ტიპი გახადო, როცა ნიღბები აღარ გაქვს, ხარ შენ უბრალოდ და კომფორტულად ხარ შენს თავთან… უბრალოდ მეცოდება, რადგან ყველა ადამიანი ცოდოა ზოგადად, როცა შეგიძლია შენი შვილის ოჯახი გაწირო. ცოდო არ არის? შენს ოჯახს და შენს თავს რომ ვნებ და ვერ ხვდები, ცოდო არ ხარ? ამიტომ, ცოდოა და მე შევუნდე… მე ვინ ვარ, ღმერთი გვპატიობს რაღაცებს და ჩვენ არ გვაქვს უფლება, ადამიანებს არ ვაპატიოთ. ღმერთმა შეუნდოს, რაც დააშავა.
ოჯახური კონფლიქტი სულ დედამისის გამო იყო. ჩვენ ვიყავით ორი პატარა ბავშვი და კარგად დამუშავებული ვყავდით ორივე. ორივე ვიყავით პატარები, ორივე აგვრია, ფსიქიკურად შეგვარყია, არც მე ვიყავი ისე დალაგებული და დამჯდარი გონების, როგორც ახლა ვარ. მენტალურად ორივე ვიყავით პატარები… ცხოვრებამ მასწავლა ბევრი რამე. ახლა ასეთ ადამიანს ძალიან მარტივად შევხედავდი, მაშინ არ მქონდა ამ ყველაფრის ძალა.