ინფლუენსერი, მოდელი და უკვე მომღერალი ნეკა დოროყაშვილი პოდკასტ „სარკასტიკას“ სტუმარი იყო, სადაც ახალ ამპლუაზე, ყოფილ ქმართან ურთიერთობასა და სკანდალურ ალიმენტზე ისაუბრა. ინტერვიუ, როგორც მოსალოდნელი იყო, სავსე აღმოჩნდა ირონიული და ხშირად შოკისმომგვრელი განცხადებებით.
“მინდა, მამა ნიკოლოზმა კეფაში წამომკრას”
ნეკამ ინტერვიუში იხუმრა თავის “ძლიერი ქალის” იმიჯზე და აღნიშნა, რომ ეს როლი უკვე დაღალა. მან იუმორით ახსენა მამა ნიკოლოზიც:
“ნიკა ჩემს ქმრად ითვლება, ჯვარი არ გვაქვს აყრილი… ჩემი ქმარია, ეკლესიურად ჩემი ქმარია, ის გოგო კი სიძვას ეწევა და მრუშობს. მე ვარ ოფიციალური ცოლი, ის გოგო კი არის მრუში.”