იტალიური კინოს ვარსკვლავი, ორნელა მუტი თბილისს ეწვევა

საქართველოს დედაქალაქს მალე იტალიური კინოს ლეგენდა, ულამაზესი ორნელა მუტი ეწვევა.

ამის შესახებ ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ ხელმძღვანელმა, ნიკა ესაკიამ „პოსტალიონის“ ეთერში ისაუბრა: „რამდენიმე დღის წინ იტალიის ელჩთან ვიყავი შეხვედრაზე და მან მკითხა, როგორ დაუკავშირდიო. ინსტაგრამზე მივწერე-მეთქი და ბოლოს დაგიბლოკავ  „ინსტაგრამსო“, ხუმრობით მითხრა.

ყველასთან ასე ვიწყებ კონტაქტს. კონკრეტული თარიღი მალე გახდება ცნობილი, აპრილის თვეზეა საუბარი, ჩამოდის ორნელა მუტი, თავის მენეჯერთან და ქალიშვილთან ერთად, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ყველას. ტელევიზიებისგან არის მოთხოვნა, რომ მათთან მივიყვანო, მაგრამ ძალიან მცირე დროით ჩამოდის. ვიხუმრე, შვილი ისე ჰგავს ორნელას, ერთ ტელევიზიაში დედას გავუშვებ, მეორეში – შვილს და ვერავინ გაიგებს-მეთქი (იღიმის). ორნელა მუტი 70 წლისაა, იტალიაში მიიჩნევა ყველაზე ლამაზ ბებიად.

არის ძალიან აქტიური. ყოველდღიურად წვეულებებზეა. ახლახან სან რემოში იყო მიწვეული, არა ფესტივალზე, ერთ-ერთ ღონისძიებაზე. მონაწილეობს ფილმებში. არა მხოლოდ იტალიაში, არამედ მთელ მსოფლიოში ცნობილია.

თინეიჯერები სახელითა და გვარით საქართველოში ვერ ცნობენ, მაგრამ ფილმებს რომ დაუსახელებ, მერე ხვდებიან. მას ჰქონდა რომანი ჩელენტანოსთან, შემდეგ კი ჩელენტანტოს ცოლმა აპატია ეს გატაცება და შეურიგდა მეუღლეს, ის დღემდე თავის მეუღლესთან ერთად ცხოვრობს…“