“ მეუბნებოდნენ რომ დატოვე დედაშენი გერმანიაში უკვე ბებერია და თავისი დრო მოჭამაო მაგრამ…”

ინფლუენსერი ლელა მიქელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

”მეუბნებოდნენ რომ დაწვი ფოტოები რათ გინდა აღარ არის ცოცხალიო, იმასაც მეუბნებოდნენ რომ დატოვე დედაშენი გერმანიაში უკვე ბებერია და თავისი დრო, მოჭამაო, მაგრამ მე ეს არ გავაკეთე,იმ საოცარ წლებს რაც შენ ჩვენი ოჯახის წევრი გახდი, ესე ხელის მოსმით ვერ გავანადგურებდი, იმიტომ რომ კარგი ადამიანი იყავი, მე ყოველთვის მაფასებდი და შვილად მიგაჩნდი, არ დამვიწუებია რომ გაგიცანი შენი სიტყვები,მამას ნუ დამიძახებ ამას არგთხოვ მაგრამ პატივისცემა გქონდეს ჩემს მიმართო, და ასეც იყო მუდამ, არც ის დამავიწყდება ბებიაჩემს, სონიჩკას როგორ ასეირნებდი ხოლმე როგორც საკუთარ დედას, არც ის რომ დედას გულის ოპერაცია რომ გაუკეთეს გერმანიაში გვერდიდან არ მოცილებულხარ უვლიდი, რადგან მე იქ არვიყავი, შენგან ბევრი სიკეთე მახსოვს რასაც არ დავივიწყებ, ბედნიერი ოჯახი გქონდათ შენ და დედაჩემს,დღეს აღარ ხარ ცოცხალი მაგრამ არდამვიწყებია შენი დაბადების დღე რომ არის, შენი ნასწავლი კარტოფილის სალათი მოგიმზადე,სანთელი დაგინთეთ მე და დედამ, შენ მუდამ ჩვენს გულში იქნები, ვნანობ რომ ვერ ჩამოგისწარი ცოცხალს, იცი მე ვიცი სადაც ხარ, მე9 დღეს კარი ღია მქონდა ვალაგებდი სადაც შენ გარდაიცვალე იმ ოთახს და უცებ შემოფრინდა შავი პატარა ჩიტი და დაეჯახა დიდ სარკეს, მან შენი დატოვილი სული წაიღო, შენ ზეცაში ხარ და ყოველთვის გვფარველობ მე და დედას,სიტყვები რომელიც ხილვაში ჩამესმა გაუფრთხილდი დედასო, შენ გეკუთვნის, ვუფრთხილდები,მშვიდად განისვენე,
გილოცავ დაბადების დღეს, ნათელი და სანთელი მუდამ შენს გარდაცვლილ სულს,უდოერნსტ კლინგემან, სანამ ცოცხალივარ ყოველთვის გაგიხსენებ, მეც და დედაც……”