ბათუმელი მოდელი მარიამ შუკაკიძე საოცარი სილამაზით გამოირჩევა და საზოგადოება მისი გარეგნობით შეუძლებელია, რომ არ მოიხიბლოს.
აღსანიშნავია, რომ მას ულამაზესი შვილები ჰყავს, რომლებიც დედას ტოლს არ უდებენ. მარიამი სოციალურ ქსელში აქტიურობით მუდამ გამოირჩევა და ის ამჯერად გამომწერების დასმულ შეკითხვებს პასუხობს.
როგორც მოდელის ნაწერიდან ვიგებთ, ის თავის მეუღლეს დავით ბოლქვაძეს 8-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, დაშორდა.
– მართლა დაშორდი მეუღლეს, თუ ხუმრობ?
-დაუჯერებელია. არ მგონია ასეთ საკითხებზე ვინმე ხუმრობდეს. ურთულესია მსგავსი გადაწყვეტილების მიღება. ძალიან დიდი დრო და დაფიქრება სჭირდება. მარტივი არ არის, 8 წლის ურთიერთობა ერთ დღეში დაასრულო. თუმცა არავინ იცის, რეალურად რა პრობლემებია ოჯახში. ამაზე საჯაროდ არავინ საუბრობს. არც ახლა ვაპირებდი ამ ამბის გასაჯაროებას. მაგრამ არ იქნებოდა ლამაზი, როდესაც ამხელა აუდიტორია მყავს და არაფერს ვუზიარებდე. მიზეზს თქვენ ვერასდროს გაიგებთ. გავრცელდა უამრავი ჭორი, მაგრამ სიმართლეს არ შეესაბამება. თუ ვინმე სკანდალს ან სანახაობას ელოდება, არ იქნება. კონკრეტული არაფერი მომხდარა. ვფიქრობ შვილებისთვის საუკეთესო მშობლები ვიქნებით“, – წერს მარიამ შუკაკიძე.