მსახიობმა თაკო აბაშიძემ “პრაიმ ტაიმთან” მისი მშობლების შესახებ ისაუბრა. თაკოს მშობლები კორონავირუსის პანდემიის დროს ალცაიმერი დაემართათ. მათ ეს თითქმის ერთდროულად დაემართათ, მამას მოგვიანებით ინსულტი განუვითარდა და გარდაიცვალა. ალცაიმერით დაავადებულ დედას მსახიობი ახლა ძმასთან, რძალთან, შვილთან და ძმისშვილებთან ერთად ყურადღებას არ აკლებს.
– ეს მართლა რთული გზა არის. რასაც ბევრი ნერვები, ემპათია და გაძლება სჭირდება. ადამიანებმა უნდა გავაცნობიეროთ რომ ისინი არიან ჩვენი ოჯახის წევრები. დედას და მამას ერთად დაეწყოთ ალცაიმერი. კორონავირუსის პანდემიის დროს, მამამ დაკარგა ბიზნესი და როდესაც მის ექიმებთან გავარკვიეთ, მისი ფარული და ღრმა დეპრესია სწორედ ამან მოიტანა. იყვნენ ერთად და გადასდეს ერთმანეთს. ექიმი მეუბნებოდა სავარაუდოდ მათ ყველაზე მეტად უყვარდათ ერთმანეთი და თითქმის ერთდროულად ამიტომაც დაემართათ ეს დაავადებაო.
ალცაიმერზე ამ დრომდე მიმდინარეობს კვლევები, მაგრამ ფაქტია ორივეს ერთდროულად დაეწყო დემენცია. შემდეგ მამას ინსულტი დაერთო და სამი წლის შემდეგ გარდაიცვალა.
– დედა ხვდება, რომ მამა ცოცხალი აღარ არის?
– დედა რაღაც მომენტებს აღიქვამს, რაღაც მომენტებს არა. ხშირად ვამბობ, კარგია რომ დედას აქვს დემენცია როცა მამა აღარ ჰყავს გვერდით. ის იყო განებივრებული ქალი, რომლის ყველა ხუშტურს ასრულებდნენ და უცებ დარჩა მარტო. ცნობადობა აქვს, ღრმა წარსული ახსოვს, რაღაც თემებზე იცის ჩაციკვლა. სულ რაღაცას ეძებს.
გააცნობიერა რომ მამა აღარ არის, რაღაც მომენტებში ავიწყდება. სანამ მამა ცოცხალი იყო ვერ დავაჯერეთ რატომ არ მუშაობდა მამა. მთელი ცხოვრება აქტიური კაცი იყო და ამბობდა როგორ შეიძლება ავად იყოსო. დედაჩემი მაინც ამბობდა კარგად არისო.
– ვინ გეხმარებათ დემენციით დაავადებული დედის მოვლაში?
– ჩემი ძმა, რძალი, შვილი, ძმისშვილები. დედა ახლა იმ სახლში ცხოვრობს ჩემს ძმასთან ერთად, სადაც დაიბადა და მთელი ცხოვრება იქ გაატარა. სხვა სახლს სახლად ვერ აღიქვამს და ურჩევნია იმ სახლში იყოს. იმ ახლში სადაც ახლა ჩემს ძმასთან ერთად ცხოვრებოს იქ დაიბადა და გაიზარდა დედა. დემენციით დაავადებული ადამიანისთვის ნერვიულობა საზიანოა, ამიტომ როგორც კი ჩნდება დაძაბულობა ვცდილობ მისი ყველა მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ.
– თაკო, მარტოხელა დედა ხართ, როგორი ურთიერთობა გაქვთ ყოფილ მეუღლესთან?
– ლაშა ძალიან კარგი ბიჭია, დიდ წარმატებას ვუსურვებ. იმედია მალე დაოჯახდება და ძმას ან დას აჩუქებს ბარბარეს.
– ან შენ აჩუქებ…
– უცებ ჩემს გრაფიკს გადავხედე და ბავშვი ვერ ჩავსვი ვერსად.
– თაკო, ხშირად გაკრიტიკებენ ტუჩების გამო, თუმცა ცოტა ადამიანმა იცის, რომ წლების წინ მძიმე ავარიაში მოხვდით და ამიტომაც იკეთებთ ხშირად ტუჩის ფილერს…
– ტუჩს რაც შეეხება ბევრი წლის წინ, მოვყევი მძიმე ავტოკატასტროფაში, სადაც ჩემი პირის აპარატი დაინგრა. კატასტროფული დაზიანებები მივიღე, 18 ნაკერი მადევს და აწყობილი ვარ მთლიანად. ყველაფერი ვცადე, მაგრამ ფილერის გარდა არაფერმა გაასწორა. ჩემი პირადი დისკომფორტი იყო და ამიტომ მე ჩემი ტუჩი გავიკეთე.
– რა გეგმები გაქვთ?
– რადიო “დარდიმანდში” ვიწყებ ახალ გადაცემას “სიცილები თაკოსთან”. ძირითადად სიცილთან ვასოცირდები. ასევე ვმუშაობ ჩემი მეორე პროფესიით, საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით.