ანამარიას და ევას დედა, ფიქრია ბუთიაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. როგორც ირკვევა, უცნობმა პირებმა გოგონების სახელით ყალბი ფეისბუქ გვერდი შექმნეს, მათ ფოტო-ვიდეოს უნებართვოდ ავრცელებენ და საზოგადოებას გვერდის მოწონებისკენ მოუწოდებენ…
დედის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ძვირფასო მეგობრებო! კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით, თბილ და კეთილი სიტყვებისთვის, რასაც ევა და ანამარიასთვის არ იშურებთ.
სამწუხაროდ, ისეთი ადამიანებიც გამოჩნდნენ, რომლებიც ან პატარა გოგონების მიმართ, აგრესიასა და შეურაცხყოფას გამოხატავენ.
ზოგიერთები კი, ცილისმწამებლური და ბინძური ტექსტების თანხლებით, გოგონების ვიდეოებს სხვადასხვა პლატფორმაზე აზიარებენ და „მოწონებებით“ მხარდაჭერას ითხოვენ. ამ საკითხთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ, პირდაპირი ჩართვით გესაუბრეთ. ჩემი გულისტკივილი გაგიზიარეთ და სამართლდამცველებსაც მივმართე.
იმედია, საგამოძიებო ორგანოები დაადგენენ, ვინ და რა მიზნით ახორციელებს ჩვენი ოჯახის მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობას. ბავშვებს ნამდვილად ჰყავთ კეთილმსურველები და მათ მხარდაჭერას გულწრფელად ვაფასებთ.
სოციალურ სივრცეში, რომელიმე პლატრფორმაზე, ვინმესგან „მოწონებების“ თხოვნა-მოთხოვნა თუ შეგხვდებათ, ჩვენ ამ ადამიანებთან არაფერი გვაკავშირებს. არ ვიცნობთ მათ და არც ის ვიცით, რა მიზნები აქვთ, როდესაც ჩემი არასრულწოვანი შვილების ფოტოებს და ვიდეოებს, რბილად რომ ვთქვათ, არასწორად ავრცელებენ და აზიარებენ. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ფიქრია ბუთიაშვილი“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.