“რა ვთქვა, ჩემთვის, დუდუ ძმაც იყო და შვილიც. მის მიმართ დედობრივ სიყვარულს ვგრძნობდი. ჩვენ დედა ადრე დაგვეღუპა, ჩემსა და დუდუს შორის სხვაობა 8 წელი იყო, სულ თან მყავდა, შვილივით ვუვლიდი.
დუდუ საოცარი ძმა იყო, უთბილესი, უსაყვარლესი. ყოველ 2 საათში მირეკავდა, მეკითხებოდა, როგორ ვიყავი. ცოტა ეჭვიანიც იყო, თუ დაინახავდა, რომ ვინმე ჩემ მიმართ სიმპათიას გამოხატავდა, ბრაზდებოდა – „რა იყო, თაფლი გისვიაო?!“ – მეუბნებოდა. ჩემზე გადაყოლილი ძმა იყო, მამასთვის – საუკეთესო შვილი. წლების მატებასთან ერთად, ამ ნოსტალგიას უფრო მძაფრად ვგრძნობ. შვეიცარიაში ცხოვრება ძალიან დამეხმარა კარიერულ განვითარებაში, ბევრსაც მივაღწიე, მაგრამ მე ქართველი ვარ – ვგეგმავთ საქართველოში დაბრუნებას. მე ჩემი მეგობრების, ნათესავების გარეშე არ შემიძლია. შვეიცარიაში ძალიან კარგი ხალხია, თავ დაცულად ვგრძნობ, მაგრამ ის ურთიერთობები, რაც საქართველოშია, არ არის, – ამის შესახებ მაკა დადიანმა “მონოლოგში” ისაუბრა.