“დედა ადრე დაგვეღუპა და შვილივით ვზრდიდი… იმ პერიოდის საქართველომ არაფრის გულისთვის მომიკლა სასწაული ძმა”

ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ გადაცემა, „მონოლოგი“ შვეიცარიაში მოღვაწე ქართველი ქალის, მაკა დადიანის ინტერვიუს გვთავაზობს.

„მონოლოგში“ მაკამ შვეიცარიაში  ცხოვრებაზე, პროფესიასა და ძმის დაღუპვით განცდილ ტრაგედიაზე ისაუბრა:

„დუდუ ჩემი უდიდესი ტკივილია, დუდუ იყო ჩემი ძმა, ჩემი შვილი. დედა ადრე დაგვეღუპა და შვილივით ვზრდიდი, დედობრივი სიყვარული მქონდა დუდუს მიმართ. 8 წელი იყო ჩვენს შორის სხვაობა. საოცარი ძმა იყო…“,- ამბობს მაკა.