მარიამ გაფრინდაშვილი პირველ შვილს ელოდება: ვინ არის ჟურნალისტის რჩეული

ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი, ცხოვრების ახალ ეტაპზეა – ის პირველ შვილს ელოდება. ჟურნალისტმა პირად ცხოვრებაში არსებულ სასიხარულო სიახლეზე საჯაროდ “პირველი სტუდიის” ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს წელი მისთვის განსაკუთრებული იქნება.

“რაც უნდა წარმოუდგენელი იყოს, პირადი ცხოვრებისთვის მრჩება დრო. ისე დალაგდა, რომ  „ნოდარ მელაძის „რეპრესიების“ მიუხედავად, იმის მიუხედავად, რომ სულ სამსახურში უნდა ვიყო, გამოვნახე დრო პირადი ცხოვრებისთვის. 

ეს წელი იქნება ჩემთვის განსაკუთრებული წელი. სხვა ამპლუაში ვიქნები, რაც ჯერ ჩემთვისაც ცოტა წარმოუდგენელია.

ჯერ კიდევ დაბნეული ვარ და ცოტას ვნერვიულობ. შესაბამისად, ვემზადები ახალი გამოწვევებისთვის.

პროფესიაზე უარს არავითარ შემთხვევაში არ ვიტყვი, იმიტომ, რომ მე ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს, ჩემი ცხოვრების ნაწილია… არ ვაპირებ, თავი მოვანატრო მაყურებელს და „ქართულ ოცნებას“. ცხოვრებაში ყველაზე მთავარი სიყვარულია. სწორედ ეს გაკეთებინებს ყველაფერს. მე ძალიან გამიმართლა, პირად და პროფესიულ სიყვარულში. 

ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავი ახლა მოლოდინია, რომელსაც დიდი ინტერესით ველოდებით”, – ამბობს მარიამ გაფრინდაშვილი.

მარიამ გაფრინდაშვილის მეუღლე ანალიტიკოსი ნიკო მიქაია. წყვილი ურთიერთობის შესახებ ინფორმაციას აქამდე არ ასაჯაროებდა, თუმცა ცოტა ხნის წინ ნიკომ მარიამს დაბადების დღე საჯაროდ მიულოცა და მასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა: 

“მარტო ის მინდა, ბედნიერი იყო, დანარჩენს მე გავაკეთებ ყველაფერს, ვეცდები, ყოველ შემთხვევაში”, – წერდა ნიკო მიქაია.