“ნიკასთვის უთქვამთ – she is dying… ამის გადატანა ისე, რომ ჯანსაღი ფსიქიკა შეინარჩუნო, ძალიან ძნელია”

მაია ასათიანმა ინტერნეტ-პოდკასტში ქალიშვილის გარდაცვალების შესახებ ისაუბრა.

„წინა დღეს რომ დავურეკე, მან დამიმალა, რომ ავად იყო. იმ დილას, 3 საათზე დამირეკეს უნივერსიტეტიდან და მითხრეს, რომ ნუცაკომაში იყო. ნიკა გვარამიას ვთხოვე, იქნებ შენ დარეკო და გაარკვიო-მეთქი, რადგან არ ვიცოდი, რამდენად მძიმე იყო. ნიკასთვის უთქვამთ – she is dying… ამის გადატანა ისე, რომ ჯანსაღი ფსიქიკა შეინარჩუნო, ძალიან ძნელია. სტუმრად მყოლია შვილმკვდარი ქალები და ყოველთვის მეგონა, რომ შვილის სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე აღარ არსებობს“, – ამბობს მაია ასათიანი პოდკასტში „მონატრების ფერები“ საუბრისას.