ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ შორენა ბეგაშვილი დაინიშნა. “I said YES! 4 წელი ერთად, საოცარი თავგადასავლებით სავსე. მსოფლიოს ულამაზესი ადგილები მოვინახულეთ და ხელი სახლში დივანზე მთხოვა”, – დაწერა მან და ფოტოები გამოაქვეყნა. შორენა ბეგაშვილის რჩეული 65 წლის ქართველი ბიზნესმენი მამუკა ურუშაძეა. წყვილს შორის 23-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა.
მაგალითისთვის, Graff-ის 15.30-კარატიანი “D Flawless” (უმაღლესი სისუფთავის) ბეჭედი დაახლოებით $3,200,000 ღირს. უფრო მცირე ზომის (მაგ. 5 კარატიანი) “Graff Promise” ბეჭდების საბაზრო ფასი $150,000-დან $335,000-მდე მერყეობს.