საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსის” დამფუძნებელი, ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ოთარ ფარცხალაძის შესახებ წერს.
“ისე, კაცი რომ საკუთარ გვარს გამოიცვლის და იმ ქვეყნის გვარს რომ აიღებს, ვინც მისი ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა, მაგარია აბა რაა…
ხოდა, საინტერესოა, ვინც ეს დამპალი, გახრწნილი, ნარკომანი ფარცხალაძე მოათრია, მისი მომყვანის და მყვარებლის დედაც რაა…
ვის რა ვალი გემართათ ასეთი, რომ ეს შავი მატლი რომ ღრნიდა ყველაფერს, რასაც კი მისი საცეცები მისწვდებოდა, ყველა დარგსა და ბიზნესში, წილში რომ იყო და ამ ბანდიტსა და რეკეტიორს ებარა, რუსეთთან თემის დალაგების ამბავი?….ღმერთო ჩემო, ასეთი ფიზიონომისა და ფსიქოლოგიის, მენტალიტეტის კაცს, საოცარია მაინც, მას რუსეთში ვინ სცემდა პატივს? მაშინ როცა, მზესავით ბიჭი სწორედ მაგიტომ გააგორებია ვაკეში კრიმინალებს, სავარაუდოდ, როგორც ამბობენ, ჯანგველაძეში კონკურენტს ხედავდა რომანოვ-ფარცხალაძეო. ღიად ებრძოდა მას და უფრო მეტი მხარდაჭრა საქართველოდან, რომანოვ-ფარცხალაძეს მეტად ჰქონდაო. მოკლედ, ამ @@@ ფარცხალაძეს, მუშკაზე ჰყავდა მთავრობის წევრები. არ დაიწყოთ ახლა, წინა თუ ახლანდელიო… პასუხია, – ორივე, მაგრამ ახლანდელი მთავრობის ორმა უწყებამ, ყველაფერი თავზე დაამხო და ის მოხდა, რაც უკვე ყველამ ვიცით. ფარცხალაძეს და მის ბანდას, ბრალი წარუდგინა…
მიუხედავად იმისა, რომ ქურდების ქალაქში გავიზარდე და უამრავი სტატიაც მაქვს დაწერილი ქურდებზე, სხვას რომ ტელეფონზე არ პასუხობდნენ, მაშინ მე, პირდაპირი მნიშვნელობით ვამბობ, “ალია”- ში 20 წლის წინ, მოსკოვიდან რეპორტაჟებს ვწერდი ქურდებთან, იმიტომ რომ, სულ ჰყავდა მსგავს თემებს მკითხველი და არასდროს, იმაზე მეტად ახლოს არ ვყოფილვარ ამ ხალხთან, როგორც ეს ჩემს ზოგიერთ კოლეგას ახასიათებდა ხოლმე. რატომ გავიხსენე ეხლა ქურდებთან ურთიერთობა…
ბოლოს და ბოლოს, ეს ფარცხალაძე @@@, ასე როგორ დალენჩდა, რომ – კაცი გენპროკურორი იყო და როგორ უნდა იკადროს მსგავს თემებში გარევა, აირიო, დაირიო, აიზილო სიბინძურეში და ვითომ ქუჩიის თემების დამლაგებელ, კრიმინალ ძმებ მიქაძეებთან დაიკავო საქმე?!… ეს მართლა მაგარი სირცხვილია…ეს ძმები, რაც თავი მახსოვს, სულ მესმოდა, რომ სულს ხდიან ხალხსო, ყველა ბიზნესში ცხვირს ჰყოფდნენ და პარსავდნენ ადამიანებს, ხოდა, რას ნიშნავდა მაგათი დალაგებული ქუჩა, ერთი გამარკვიოს ვინმემ… რუსთაველი რომ იწვოდა და არბევდნენ ტიპები ყველაფერს, სად ჩანდა მაშინ, მათი ეს დალაგებული თემა?… პასუხია, -არსად!…ხოდა, ახლა გატრუხებულ მიქაძეებს თუ, სხვა გვარის კრიმინალები ჩაანაცვლებენ, ამით არაფერი არ შეიცვლება, გარდა იმისა რომ, ადრე თუ მიქაძეები ხვეტავდნენ ფულს და ამწარებდნენ ხალხს, ახლა სხვა ვიღაც @@@ კრიმინალი გამდიდრდება და როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?…
მე პირადად, ძალიან არ მომწონს ის ამბები, რაც ბოლოს განვითარდა.. ქოლცენტრების ამბავი, ჩვენი ქვეყნის იმიჯზე, ალბათ ძალიან ცუდად აისახება. გადაყრილია და დაზარალებულია, ასეულობით უცხოელი პენსიონრები, ამ საქმეში ფიგურირებს, ყოფილი გენპროკურორი ფარცხალაძე და სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი ლილუაშვილი. ეს ცხადია, არ არის კარგი ამბავი, როცა ორი სამართალდამცავი უწყების ყოფილი ხელმძღვანელები, მსგავს თაღლითურ თემებში მთავარი ფიგურანტები არიან. რაც შეეხება ძმებ მიქაძეებს და ელისო კილაძეს, ამათი ამ საქმეში მონაწილეობა, ჩემი აზრით, უცხოელებისთვის ნაკლებ რეზონანსულია.
მთავარი მაინც ისაა, რომ სუს-მა ძალიან ეფექტური ოპერატიულობით, გახსნა საერთაშორისო დონის თაღლითური, ქოლცენტრების საქმე… ხოდა, ძალიან რომ აინტერესებდა ელისო კილაძეს, იქნებ ფოტო მაინც დადოთ ვინმემ, მანჰეტენზე როგორ დასეირნობს მამუკა მდინარაძეო, (თან რომ დასცინოდა. დ.ლ.)ახლა შეგიძლია დაფიქრდე, იქ სადაც ხარ, დრო ბლომად კი გაქვს და კარგადაც გაანძრიე, ის ჩაფსკერებული ტვინი, სად და რატომ იყო, ბატონი მამუკა მდინარაძე, ვის და რა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე შეხვდა ამერიკელ კოლეგებს ჩვენი ქვეყნის სუს-ის ხელმძღვანელი?!…
კითხვაზე პასუხი გაცემულია და დანაშაულში ეჭვმიტანილებს, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა და სასამართლომ, 2 თვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
რაც შეეხება, სახელმწიფოსა და ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ვისურვებდი, ჩემი ქვეყნის აღმშენებლობაში, არასდროს, ქურდებსა და ოხრებს, არასდროს, არ მიეღოთ მონაწილეობა, არც რომანოვ-ფარცხალაძის, არც ძმებ მიქაძეებისა და არც სხვა კრიმინალების დალაგებული, არც ქუჩა მინდა და არც სახელწიფო, არც არაფერი. ოღონდ მართლა, ამას გულწრფელად ვამბობ, არ მომწონს ეს რეკეტიორი, მძარცველი ნაბიჭვრები და რა ვქნა?… არამგონია, მოსახლეობის 90% პროცენტი ჩემსავით არ ფიქრობდეს…
ჩვენ მეგობრებს, გვაქვს რაღაც კონკრეტული თემა, რომელიც 3 წელია სახელმძიფო სტრუქტურებმა, პრობლემად გვიქციეს და ვისაც არ ეზარებოდა, ყველა ჩვენ გვატყუებდა და “გვეპადხალიმებოდა”, ვითომ გვეხმარებოდნენ, სინამდიველეში, არაფერში თითიც კი არ გაუნძრევიათ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მქონდა ზღვა რესურსი და არ მიკადრებია, და არც ვიკადრებ, ვინმე ბნელი, შავი და შავგრემანი “გაგების” ტიპები შემეწუხებინა, რომ მეკადრებია, დღეს ჩვენი თემები, დიდი ხნის გადაწყვეტილი იქნებოდა…. პირდაპირ ვიტყვი, თუ ვინმეს გაქვთ ბიზნესი, არასდროს “კანონიერ ქურდთან” თემა არ დაალაგოთ, რადგანაც, როცა თქვენ გონიათ რომ საქმე დაალაგეთ, აი, სწორედ მაშინ, დაიწყეთ ზუსტად თქვენივე ხელით დანგრევა, თქვენივე გაკეთებულისა და ნაშრომის… დამიჯერეთ, ასეა… ქურდები, საყოველთაოდ ცნობილია რომ, წუწკები და სისხლის მწოველი წურბელები არიან, თუ რაიმე გაგიკეთეს, მთელი ცხოვრება ვერ მოიშორებთ, ტკიპებივით არიან🥰 საყვარლები)))ასეა ეს, მართლა..🥰 მე “ბოდიში” ქურდებთან🥰
ხოდა, ჩემი ინტერესები სწორედ იმ ხელისუფლებამ უნდა დაიცვას, ვისაც არჩევნებში ხმა მივეცი და გამოცოცხლდით ახლა, ბოლოს და ბოლოს და გახდით ადეკვატურები, კარგია დამნაშავეების დაკავება და უწყვეტი ბრიფინგები, მაგრამ უდანაშაულო წესიერმა ხალხმა რა დავაშავეთ?!… გაგვეცით ნორმალური და ადექვატური პასუხი და ნუ დააკონსერვებთ, საინტერესო და ქვეყნისთვის საჭირო პროექტებს, ზოგჯერ სხვასაც გაუკეთეთ სიკეთე, მარტო საკუთარი თავისთვის რომ იღწვით მუდამ, რასაც ვხედავთ ჩვენი თვალით და არაფერს გაბრალებთ…გააკეთეთ სიკეთე და მარტო მე კიარა, უამრავი ადამიანი ტაშს დაგიკრავთ, დამიჯერეთ, ასე იქნება, – ჩემი დარჩეული ლობიო იჭმევა, მართლა🥰🥰🥰”-წერს დარეჯან ლიპარტელიანი.