“ძალიან გაფასებ, ჩემი გული ახლა და სამუდამოდ შენ გეკუთვნის” – ლიკუნა ქორქიას ემოციური წერილი მეუღლეს

ლიკუნა ქორქია მეუღლეს, ბიზნესმენ გიორგი ასლამაზაშვილს დაბადების დღეს ულოცავს.  ლიკუნა მეუღლესთან ერთად სოციალურ ქსელში იშვიათად ჩნდება, თუმცა ეს დღე გამონაკლისია – მან ფოტოებთან ერთად, ემოციური წერილიც გააზიარა:

“მადლობა, რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი, მადლობა, რომ ყოველთვის მიგებ, მადლობა, რომ ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერი ხარ, მადლობა, რომ ზრუნავ ჩემზე. ძალიან გაფასებ, ჩემი გული ახლა და სამუდამოდ შენ გეკუთვნის. გილოცავ დაბადების დღეს”, – წერს ლიკუნა ქორქია მეუღლის, გიორგი ასლამაზაშვილის შესახებ.