“ცეკვავენ ვარსკვლავების” გამარჯვებული ელენე დავითაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”WE DID IT!
5 წლის წინ არც კი წარმომედგინა,რომ ამ ჯადოსნური პროექტის გამარჯვებული გავხდებოდი🤍 მახსოვს პირველად რომ მოვედი და ძალიან გამოუცდელი ვიყავი. მაშინ ერთი ეპიზოდის ცეკვაც კი დიდი წარმატება იყო ჩემთვის. ამისთვის პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო @noesulaberidze ზურა ფანქველაშვილს და მაკა ლომიძეს 🎉 რომ მიმიღეთ ამ პროექტში და გჯეროდათ ჩემი როგორც მოცეკვავის,ძალიან მიყვარხართ!
გვსურს გულითადად მადლობა გადავუხადოთ პროდიუსერებს, სტაფის თითოეულ წევრს, ოპერატორებს და ყველას, ვინც კადრს მიღმა დაუღალავად შრომობს. თქვენი ძალისხმევის, ერთგულებისა და პროფესიონალიზმის გარეშე ეს ყველაფერი ვერ შედგებოდა. განსაკუთრებული მადლობა ჩემი და ლუკას ოჯახებს მხარდაჭერისა და მოთმინებისთვის — ეს წარმატება თქვენც გეკუთვნით ⭐️ ჩვენი ოჯახის და საყვარელი ადამიანების გარეშე ეს ყველაფერი ვერ შედგებოდა. @kadagidze_demetre @nachyebiaelene
ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობრებს @stepnadze__ @gukachanturia ჩვენი საფინალო ნომერი რომ გააძლიერეს და ეს კვირები ჩვენთან ერთად ვარჯიშში გაათენეს 🎉🤍
Last but not least – მადლობა ჩემს მეწყვილეს ლუკას! ამ ადამიანმა იშრომა თავდაუზოგავად, ყველაფერი გააკეთა ამ გამარჯვებისთვის. არც ერთი წუთით არ მოდუნდა და ყველაფერში გამომყვა. სრული ნდობით და მოტივაციით🎉 დამსახურებულად მიიღო ეს ჯილდო და ეს დიდი წარმატება ყოფილიყოს ყველაზე მცირე ჩვენს ცხოვრებაში. ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის 🤍🙏🏼 მადლობა და მიყვარხართ!🤍”