„ნამდვილად სასწაული მყავდი. როგორ მენატრები და მჭირდები, ნეტავ იცოდე…“

აბაშაში ავარიის დროს დაშავებული ლიკა კუჭუხიძე გარდაცვლილ მეუღლეზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„ჩემი ყველაზე, ყველაზე კარგი! ნამდვილად სასწაული მყავდი. როგორ მენატრები და მჭირდები ნეტავ იცოდე…“ – წერს ლიკა კუჭუხიძე სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ 24 ოქტომბერს, სამტრედია-აბაშის გზაზე მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ საზოგადოება შეძრა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ბაჩო ლასარეიშვილი, მასთან ერთად მყოფი მისი მეუღლე – 18 წლის ლიკა კუჭუხიძე კი დაშავდა, რომელსაც რამდენიმე კვირის განმავლობაში კლინიკაში მკურნალობდნენ.