ირაკლი ჭელიძის მეუღლემ “ცეკვავენ ვარსკვლავების” დასრულების შემდეგ მიმართვა გაავრცელა – რას წერს სალომე ჯავახაძე?

ქუთაისელი მოცეკვავე ირაკლი ჭელიძე “ცეკვავენ ვარსკვკლავების” მე-14 სეზონის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

პროექტში კი ლუკა ჭანიშვილმა და ელენე დავითაიამ გაიმარჯვეს.

ირაკლი ჭელიძის მეუღლემ ფინალური ტურის შემდეგ სოციალურ ქსელში მიმართვა გამოაქვეყნა:

“მთელი ცხოვრება არ გვეყოფა ჩვენს ოჯახს მადლობის სათქმელად. უბედნიერესები ვართ თქვენით. ამ 2 თვის მანძილზე ისეთი სიყვარული ვიგრძენით ნაცნობისგან თუ უცნობისგან… ასეთი ერთობა ბოლოს როდის ვნახე არ ვიცი. ყველას საერთო მიზანი გვქონდა და უდიდესი სიყვარული გავუზიარეთ ერთმანეთს.

p.s. ლილუს ემოციები ყველამ იცით, “ბელონას” ვაუჩერით “შემოიტირა” მთელი პროექტი, თუმცა, სახლში რომ მოვედით იქით დაგვამშვიდა, ყველამ მითხრა, სამაგიეროდ, შენ ძაან ბევრი ფული გაჩუქესო და ახალ “აიფონს” დამპირდა საჩუქრად. 

P.S.S გვიყვარხართ უსასრულოდ, ეს 2 თვე მართლაც ჯადოსნურად აქციეთ. თქვენს სიყვარულსა და მხარდაჭერას ყველაფერი შეუძლია” – დაწერა სალომე ჯავახაძემ.