“მე დავთმე ყველაფერი, რომ გამეზარდა ბიჭი” – რას ჰყვება ნანული სარაჯიშვილი დის გარდაცვალებისა და დისშვილის შესახებ

მას შემდეგ, რაც მსახიობ ნანული სარაჯიშვილს და გარდაეცვალა, მან დისშვილის აღზრდაზე სრული პასუხისმგებლობა აიღო. ტელეკომპანია “რუსთავი 2-თან” ნანულიმ განვლილი გზა და რთული პერიოდი გაიხსენა.

„ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი წერტილი არის ჩემი დისშვილი, რომელიც მე გავზარდე. უფრო მეტი პასუხისმგებლობა მქონდა მე, რადგან, ჩემი გაჩენილი არ არის და ჩემი დაც აღარ არის ცოცხალი. მე ყველაფერი გავაკეთე, დავთმე ყველაფერი – ჩემი პირადი, რაც კი არსებობს, რომ გამეზარდა ბიჭი. თანაც, ბიჭის გაზრდა უფრო რთულია და მაშინ ისეთი არეულ-დარეული პერიოდი იყო. ჰოდა, მე ეს გავაკეთე“, – ამბობს ნანული სარაჯიშვილი.