“რატომ არიან ყოფილი ტანმოვარჯიშეები წარმატებულები სხვა სფეროშიც?!”

ქეთი ხატიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“რატომ არიან ყოფილი ტანმოვარჯიშეები წარმატებულები სხვა სფეროშიც?! იმიტომ, რომ ბავშვობიდან ტანმოვარჯიშე ყოველ ვარჯიშზე ებრძვის საკუთარ თავს, დაძლიოს სიზარმაცე, შიში და შფოთვა, გახდეს უკეთესი.

გამოწვევა, რომელსაც ტანმოვარჯიშეები დიდ შეჯიბრებებზე ხვდებიან, მენტალურად ძალიან რთულია, ამ შეჯიბრებაზე კარგი გამოსვლითაც შეიძლება დარჩე კვარცხლბეკს მიღმა და ხვალ ისევ ყველაფერი თავიდან იწყება…

ტანვარჯიში – ეს არის დისციპლინა, რომელიც ბავშვში ავითარებს შრომას, დროის გადანაწილებას ვარჯიშზე, სწავლაზე, ჭამაზე, მგზავრობაზე და, რაც მთავარია, მოთმინებას, რადგან შედეგი მოდის ძალიან რთულად.

აი, რომ გგონია, აღარ შეგიძლია, ეს შეიძლება მხოლოდ დასაწყისი იყოს. ამ დროს კაჟდება სხეული და გონებაც, რაც მომავალში გვეხმარება გავიმარჯვოთ არა მხოლოდ პოდიუმზე, არამედ ცხოვრებაშიც, ურთიერთობებშიც და ნებისმიერ წამოწყებაში.

ასე რომ, ნამდვილი სპორტი არ არის ჰობი”, – წერს ქეთი ხატიაშვილი.