მომღერალი, დიანა ღურწკაია, რომელიც წლებია ეკრანზე არ გამოჩენილა, სოციალურ ქსელში, ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
მომღერალი საქართველოში იმყოფება და როგორც პოსტიდან ირკვევა, თუმანიშვილის თეატრში სპექტაკლს დაესწრო.
„დღეს, წლების შემდეგ, ვიყავი ქართულ სპექტაკლზე თუმანიშვილის თეატრში „მეფე ლირიზე“. ეს იყო გრანდიოზული ემოციები, დაუვიწყარი საღამო და საოცარი დასი. ამ სპექტაკლის მთავარი გმირი ზურაბ ყიფშიძეა და მინდა მას გადავუხადო მადლობა ამ თბილი მიღებისთვის და იმისთვის, რომ ქართული თეატრის ისტორიაში უდიდესი წილი შეაქვს.
ცრემლი არ შემშრობია და არც ეს ემოციები მიშრება, რაც რამდენიმე საათის წინ მივიღე ბუმბერაზი მსახიობის, ბატონ ზურას და მთელი თუმანიშვილის დასის დამსახურებით.
მადლობა ამ ემოციებისთვის. ქართული თეატრის მეფისგან ეს თბილი ჩახუტება უდიდესი პატივია“, – წერს დიანა ღურწკაია.