თათა ვარდანაშვილი „ტელეკომპანია პირველის” გადაცემას „პირველი სტუდიის“ სტუმრობდა, სადაც ბევრ თემაზე გულახდილად ისაუბრა.
დიზაინერის განცხადებით, მის ცხოვრებაში „აუხდენელ ოცნებად დარჩა მონაზვნობა“.
„მონასტერში ცხოვრება ძალიან დამეხმარა ჩემი შინაგანი სამყაროს მოწესრიგებაში. ყველაზე უფრო მეტად დამეხმარა მეპოვა სად ვარ. ადგილი ჩემს შინაგან სამყაროში.
აუხდენელ ოცნებად დარჩა მონაზვნობა… თუმცა, ერში ვცხოვრობ, როგორც მონაზონი…“, – აცხადებს თათა ვარდანაშვილი.