“ახლა კიდევ უფრო ყველაზე ძალიან მჭირდები, რომ მასწავლო, როგორ გავხდე ისეთი ძლიერი…” – სალომე ბაკურაძის ემოციური მიმართვა

“ახლა კიდევ უფრო ყველაზე ძალიან მჭირდები, ძალიან მჭირდები იმისთვის, რომ მასწავლო, როგორ გავხდე ისეთი ძლიერი, როგორც შენ გახდი მას შემდეგ, რაც ჩემი მამიკო გარდაიცვალა,”- ასე მიმართა სალომე ბაკურაძემ დედას “რუსთავი 2”-ის პირდაპირი ეთერიდან. სალომეს დედა მარინა გელაშვილია.

“შეიძლება, მშობლისგან შვილის ქება ცოტა უხერხულია, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ სალომე არაჩვეულებრივი შვილია. ცხოვრებაში, რაც მეუღლის გარდაცვალებით დამაკლდა, მან ყველაფერი ამინაზღაურა. ჩემი „ბიჭია“. ყველაფერს მისრულებს. შემიძლია, ბოლომდე დავეყრდნო. ამის ხელში ბედნიერი სიბერე მაქვს”, – ამბობდა მარინა გელაშვილი წლების წინ ინტერვიუში.