მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე საზოგადოებაში აქტუალურობას არ კარგავს. მას არაერთი სკანდალი უკავშირდება. გასულ წელს პაიჭაძე რჩეულს, ბიზნესმენ დავით კოდუას დაშორდა, რამაც ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ამჯერად კი იგი ახალ კადრებს აქვეყნებს, რომელზედაც წერს:
„შეხვდი გოგოს, რომელიც შენში საუკეთესო მხარეს ხედავდა. მაგრამ შენ შექმენი ქალი, რომელიც შენს ნამდვილ სახეს – მთლიანად ხედავ“, – წერს ალექსანდრა პაიჭაძე.