“მადლობა ქეთის და ღმერთს, ყველაფრისთვის“

ტერანმა მორაგბემ, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა დავით კაჭარავამ ლაშა დვალიშვილის გადაცემაში „ჩემპიონები“ ოჯახის შესახებ ისაუბრა.

დავით კაჭარავა წლებია დაქორწინებულია ცნობილ ტანმოვარჯიშეზე და ტელეწამყვანზე ქეთი ხატიაშვილზე, წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავს.

„მოედანზე ხარ, თუ პრეზიდენტის რანგში, ოჯახს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. იცით, ბევრი ბავშვია ჩვენს სახლში და ამით დადებითად ვიტვირთები. ტვინის გადართვა აუცილებელია, მხოლოდ საქმის გარშემო ვერ იქნები კონცენტრირებული. ქეთის როლი და მხარდაჭერა ნებისმიერ სიტუაციაში მნიშვნელოვანია. მადლობა ქეთის და ღმერთს ყველაფრისთვის. მე ბედნიერი ადამიანი ვარ, საქმეში და სპორტში იმ საქმის გარშემო ვარ, რაც მიყვარს, წარმატებული ვარ თუ წარუმატებელი, სხვამ განსაჯოს. ოჯახში ბედნიერი ვარ, ბევრი ბავშვები გვყავს, ხან ღიმილია, ხან ტირილი, მაგრამ ბედნიერი ვარ ამ ყველაფრით“, – განაცხადა დავით კაჭარავამ.