“მე და ნინას ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ერთი ოჯახი ვართ” – ეკა ნიჟარაძის და ნინა ჩოდრიშვილის ურთიერთობა

მსახიობი ეკა ნიჟარაძე ეკა ჩხეიძეს გადაცემის “პირველი სტუდიის” სტუმარი იყო. მან გადაცემაში უამრავ თემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნიკოს გომელაურის მეორე მეუღლესთან, ნინა ჩოდრიშვილთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს – მათ ნიკო გომელაური აერთიანებთ.

“მე და ნინას ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ცოტა ხნის წინ დაბადების დღე მომილოცა და დამიწერა: “გილოცავ, შენი სიხარული და ბედნიერება ჩემი სიხარული და ბედნიერებაც არის”, ამ დროს კომენტარში დაგვიწერეს: “ვაიმე, რა იდილიაა” – მართლაც ასეა, იმიტომ, რომ მე და ნიკო ერთმანეთს ნინას გამო არ გავცილებივართ, პირიქით, მე მაშინაც ძალიან მადლობელი ვიყავი ნინასი.

ერთი ოჯახი ვართ, თავისი შვილებით, შვილიშვილებით, მე ჩემი შვილებით, შვილიშვილებით და გვაერთიანებს ნიკო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა ეკა ნიჟარაძემ.