“შეიძლება არაფერი არ დამიმსახურებია, რის გამოც გული მეტკინა, მაგრამ როდესაც რაღაცას აკეთებ გარკვეულწილად შედეგიც იცი. თუ შენ არ შეგიძლია ამ შედეგის მიღება, რომელიც შესაძლოა ტკივილის მომტანი იყოს, მაშინ ეს ნაბიჯი არ უნდა გადადგა.
ჩემს ოჯახურ სიტუაციაში რა შედეგიც დადგა, ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი ერთ დღეში მოხდა, წინა პერიოდი ყველაფერს აქვს, ბევრჯერ ვიწუწუნე და ვთქვი, რომ ამ მდგომარეობაში ყოფნა არ მინდოდა, ბევრჯერ მინდოდა ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევა, მაგრამ არ გავაკეთე. საბოლოო შედეგად კი დღევანდელი მდგომარეობა მივიღე. ეს ყველაფერი თავიდანვე რომ გადამეწყვიტა და წამოვსულიყავი, შესაძლოა, ამ მდგომარეობამდეც არ მივსულიყავი.
ახლა ჩვენ ისეთივე ურთიერთობა გვაქვს, როგორც ადრე, უბრალოდ დავშორდით ერთმანეთს. მეგობრობას ვეძახი, როცა გიყვარს და გენატრება, მე კიდევ არცერთი მაქვს მასთან მიმართებით, შვილები გვყავს, მაგრამ არასდროს განვიხილავ მასთან შერიგებას. არა იმიტომ, რომ ქალთან მიღალატა, არამედ მან მე მეგობრობაში მიღალატა. ჩვენ ერთმანეთთან ძალიან ვმეგობრობდით, 15 წელი არ არის 15 დღე, ძალიან ბევრი რამ გადავიტანეთ. ბევრ რამეში შევუწყვე ხელი და დღემდე ასე მოვიქცევი, რადგან ჩემი შვილების მამაა. ჩვენი ცხოვრება ისე წარიმართა, ძმაკაცი უფრო ვიყავი, ვიდრე ცოლი”, – ამბობს სალომე გოგიაშვილი თემურ ებიტაშვილის პოდკასტში.