ცოტ ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი დაოჯახდა, მისი რჩეული მოდელი, ჩოგბურთელი კარლოტა ელენაა. კარლოტა ნიკოლოზის მწვრთნელია და მნიშვნელოვანი მატჩების დროს ყოველთვის მის გვერდითაა.
გამონაკლისი არც ბასილაშვილის მიერ ბოლოს გამოქვეყნებული კადრებია – წყვილი კალიფორნიაში ერთად იმყოფება. ნიკოლოზი Indian Wells Open-ის ტურნირში იღებს მონაწილეობას.
ინდიან-უელსის მასტერსი (Indian Wells Open), რომლის სპონსორიცაა BNP Paribas და ცნობილია როგორც BNP Paribas Open, არის ყოველწლიური პროფესიონალური საჩოგბურთო ტურნირი, რომელიც ტარდება ინდიან-უელსში, კალიფორნიაში, აშშ.
“ჩოგბურთის სამოთხეში ჩამოვედი დასასვენებლად” – წერს კარლოტა ელენა და ფოტოებს გვიზიარებს.