“ჩემი ქმარი 4 წლით პატარაა, არ მიყვარს დიდი კაცები, ენერგიას სწოვენ ქალებს”

ლანა მეტრეველი ცნობილი ქართველი ინფლუენსერია, რომელსაც ტიკტოკზე 67400 და ინსტაგრამზე 36000 გამომწერი ჰყავს. მისი სოციალური ქსელის მეშვეობით ლანა უცნობი ადამიანების აზრს აცნობს საზოგადოებას ამა თუ იმ არაპოლიტიკურ აქტუალურ თემებზე, თავადაც პირდაპირი ადამიანია და ხშირად კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა. ლანა წარმოშობით ფოთიდან არის, მაგრამ ვინაიდან მშობლები სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობენ და მეუღლეც უცხოელი ჰყავს ხშირად უწევს საცხოვრებლის შეცვლა.

საკუთარი ისტორია, მან “პრაიმ ტაიმის” მკითხველს გაანდო.
– ლანა, თქვენს შესახებ გვიამბეთ?
– ხუთი წელია გათხოვილი ვარ, ჩემი ქმარი ჩემზე 4 წლით პატარაა, არ მიყვარს დიდი კაცები, იმიტომ რომ ენერგიას წოვენ ქალებს. მყავს შვილი 10 წლის გიორგი. სხვადასხვა ქალაქებში მიწევს ცხოვრება და ეს მახალისებს, რადგან ერთ ადგილზე გაჩერება ისედაც არ მიყვარს. მე სახლში ქვაბებთან ვერ დავჯდები, საჭმლის გაკეთება და სახლის დალაგება კი ვიცი, მაგრამ მაგაზე ენერგიის დახარჯვა არ მიყვარს, ამიტომ დიასახლისი მოდის და გვეხმარება. ასეთი პატარაა სიცოცხლე და ამაში რატო უნდა დავხარჯო ენერგია?
ორსულად როცა ვიყავი სრულიად მარტო დავრჩი, რადგან ადამიანს რომელიც ჩემი შვილის მამაა ორსულობის დროს დავშორდი. სერიოზული ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ შვილი არ უნდოდა და როცა ეს მითხრა, იმ დღის შემდეგ დავშორდი. ასევე, გავიგე მღალატობდა სამ ქალთან.
– როგორ გაიგე ღალატის შესახებ?
ერთმა ქალმა დამირეკა, შემხვდა და მითხრა მას მე ვხვდებიო, სამსახურშიც ჰყოლია ვიღაც და ყოფილ ცოლთანაც ჰქონდა თურმე პერიოდულად ურთიერთობა.  ხელის გულზე მატარებდა და ვერასდროს დავუშვებდი თუ მღალატობდა, მაგრამ შემდეგ გამოჩნდა ყველაფერი. დაშორების მერე მეგობრებმაც მითხრეს არ გვინდოდა შენთვის თქმაო. უნდა მივაქციოთ ყურადღება მამაკაცს რა ურთიერთობები ჰქონდა ყოფილთან. როგორ ეხმარება შვილებს, დედას. ახლა ვინც არის ჩემი ქმარი ის ძალიან ყურადღებიანი დედის მიმართ.
– პროფესიით ვინ ხართ?

– იურისტი ვარ, აკადემიის დასრულების შემდეგ პოლიციაში ვმუშაობდი, მაგრამ არ არის ჩემი. ჩემი კონტენტი მიყვარს. ახლა მე თვითონაც დავიწყე საუბარი, ხალხი მაინც ყურადღებას აქცევს კომენტარებს და თავს იკავებენ, მე კი ამის პრობლემა არ მაქვს.

https://primetime.ge