ჯაბა ზარქუა სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
“დღეში რამდენიმე შემთხვევას ვნახულობ როცა პაციენტს მუცლის შებერილობა მხოლოდ იმიტომ აწუხებს რომ ულტრაბგერაზე უთხრა ექიმმა – დრამატულად, თეატრალურად, თითქოს რამე მნიშვნელოვანს მიაგნო მის მუცლის ღრუში. ნაწლავებში გაზები? ო არა, რა უცნაურობაა, დროზე იმოქმედეთ, გეთაყვა, ნაწლავებში რა უნდა გაზებს, იქნებ კიბო გჭირთ!
სულ არ მეხუმრება ამ თემაზე. უყურეთ ახლა რა ხდება – ეს შეშინებული პაციენტი წავა ექიმთან მუცლის შებერილობის მიზეზის საძიებლად. ის დანიშნავს კვლევებს, რაც გამოიწვევს მეტად შეშინებას. იპოვის რამე ისეთს, რისი პოვნაც არავის აინტერესებდა და რახან პაციენტი მივიდა და აბა უკან უწამლოდ ხო არ გაუშვებს – დაუნიშნავს ერთ ტონა წამლებს. წამლები მისცემს გვერდით მოვლენებს, რის გამოც დაენიშნება სხვა წამლები. სხვა წამლებს დასჭირდება კონტროლი, მოდი აბა ანალიზებს გადავხედოთ და მთელი ეს ბულშითიზმი. მერე სხვა ექიმი. ნაწლავებში ისევ გაზებია. რა ხდება. მართლა კიბო ხო არ მჭირს. იქნებ თურქეთი…
ასეთი ისტორია ბევრია, არადა არც ერთი არ უნდა იყოს.
გვიყვარდეს ერთმანეთი “