“გარეგნულად თითქოს ყველაფერი ძველებურადაა, მაგრამ შინაგანად თავს სულ სხვანაირად ვგრძნობ”, – წერს სოციალურ ქსელში მომღერალი თიკა ჯამბურია და ვიდეოს აქვეყნებს.
თიკა წონის კლების ხანგრძლივი პროცესისა თუ ჯანმრთელობის პრობლემების შემდეგ, აქტიურად აგრძელებს ცხოვრებას, ხშირად სტუმრობს სხვადასხვა გადაცემასა თუ პოდკასტს და ყოველდღიურობას “ინსტაგრამის” გვერდზეც აზიარებს.
მისი მეგობრები და გულშემატკივრები აღფრთოვანებას ვერ მალავენ და წერენ, რომ ახლა თიკა საუკეთესო ფორმაშია და არაჩვეულებრივად გამოიყურება.