“მეტასტაზები სხვა ორგანოებზე არ მაქვს, ჩემი სიმსივნე ლოკალურია”

რამდენიმე დღის წინ ვიზაჟისტმა და „ტიკტოკერმა“ ლიკა გაგნიძემ განაცხადა, რომ სიმსივნესთან ბრძოლას ხელახლა იწყებს. ლიკა ამჟამად თურქეთში იმყოფება და გამოკვლევებს იტარებს. როგორც მან გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში აღნიშნა, ექიმებმა გამოჯანმრთელების იმედი მისცეს.

ლიკას თქმით, ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მეტასტაზები სხვა ორგანოებზე არ ფიქსირდება. ემერაისა და კატეს შედეგების მიხედვით, სიმსივნე ლოკალურ ფორმაშია, რაც დაავადების გავრცელების დაბალ ალბათობაზე მიუთითებს. რაც შეეხება გენეტიკურ ტესტს, ლიკას განმარტებით, აღნიშნული კვლევა იმის დასადგენად ჩაიტარა, თუ რომელი ტიპის მკურნალობა იქნება მისთვის ყველაზე ეფექტური.

„კარგი ამბავი ის არის, რომ მეტასტაზები სხვა ორგანოებზე არ მაქვს. ემერაისა და კატეს პასუხებმა აჩვენა, რომ სიმსივნე სხვაგან არ არის გავრცელებული. ჩემი სიმსივნე ლოკალურია, რაც ნიშნავს, რომ სხვა ადგილას გაჩენის შანსი ძალიან მცირეა. რაც შეეხება გენეტიკურ ტესტს – ეს კვლევა იმისთვის გავიკეთე, რომ დაახლოებით ერთ თვეში, როდესაც პასუხები იქნება მზად, გავიგოთ, კიდევ რაიმე დამატებითი კვლევა ხომ არ დამჭირდება და რა მეთოდებით იქნება საჭირო მკურნალობის გაგრძელება“, – ამბობს ლიკა.