“არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია არ არის ავადმყოფობა, ეს არის იდენტობა”

„ამ თემას უნდა დაესვას წერტილი! არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია არ არის ავადმყოფობა, ეს არის იდენტობა,“ – ასე უპასუხა სექსოლოგმა ზურაბ მარშანიამ პოდკასტში „სტუმრად ანნასთან“ კითხვაზე – “ერთნაირსქესიანთა ლტოლვა არის თუ არა ნორმა? “

სექსოლოგმა იმ ჰიპოთეზებზე ისაუბრა, რომლებიც არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წარმოშობის შესახებ არსებობს და აღნიშნა, რომ მეცნიერებას პასუხი ყველა კითხვაზე მალე ექნება.

არსებობს რამდენიმე კონცეფცია – არსებობს ჰიპოთეზები ამ მდგომარეობის გენეტიკურ წარმომავლობაზე… არის ჰიპოთეზა, რომ ცხოვრების წესი იწვევს ამ მდგომარეობას.მე როგორც მეცნიერს მჯერა დადასტურებული ფაქტის და არა ჰიპოთეზების. ჯერ არავინ იცის, რომელია ზუსტი ამ ჰიპოთეზებიდან, ალბათ მოვა დრო და გაირკვევა,“ – ამბობს ზურაბ მარშანია.