მომღერალი ბექა ჩხაიძე, ფეისბუქზე, აზიარებს ვიდეოს, სადაც მზოვრეთის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმონაზონი მამა იოანე ხვედელიძე, მშობლების საყურადღებოდ, თანამედროვე ანიმაციების მავნე გავლენაზე საუბრობს.
მამა იოანე ხვედელიძე: სანამ შენ ბავშვთან მიხვალ და აღზრდი, 2 წლისას უკვე ტელეფონი უჭირავს ხელში. იმას უკვე ეს ქვეყანა ზრდის, ფაქტობრივად, ეშმაკი ზრდის. შენც გაწყობს. დედა რომ ხარ და ამდენი არ გესმის, შენც ასე ხარ აღზრდილი. იმისთვის, რომ ბავშვმა არ შეგაწუხოს და შენ შენი სიამოვნებები დაიკმაყოფილო, ბევრი დრო რომ დაგრჩეს, მიაჩეჩებ ტელეფონს. ის კიდევ იქიდან ნეგატიურ განცდებს იღებს.
დღევანდელი ნახატი ფილმები რომ ნახო, გაუგებარი არსებები არიან. ადრე შინაარსი ჰქონდა მულტფილმს, კეთილი და ბოროტი იყო და დადებითს აიღებდი. დღეს რაღაც არსებები, რომელიც არც ადამიანია, არც ცხოველია, უფრო მუტანტია, ერთმანეთს ხოცავენ, სისხლები ისხმება; ამას უყურებს ეს ორი წლის ბავშვი. არც ლაპარაკობენ. რატომ უჭირს ლაპარაკიო, უკვირთ მშობლები. ამ ნახატ ფილმებში არ ლაპარაკობენ, ბგერებს უშვებენ. ამას რომ ისმენს, რა უნდა ილაპარაკოს. ეს ყევლაფერი სპეციალურად არის. თავის დასაკლავ დანას ეშმაკი თვითონ ათხრევინებს ადამიანს.