ია ფარულავა სოციალურ ქსელში პატრიარქის შესახებ პოსტს აქვეყნებს.
“12 წლის ვიყავი, პირველად რომ დავდექი ზეთისცხებაზე მის პირისპირ. დღემდე მახსოვს ის წუთი…
რაღაც ისეთი სითბო და სიყვარული ვიგრძენი, რაც მანამდე არასდროს მქონია. თითქოს ყველაფერი გაჩერდა. ხმაური გაქრა და უცებ – სიმშვიდე ჩამოწვა, ისეთი, რომელსაც ვერც ხსნი, ვერც იმეორებ.
იმ დღიდან ჩემთვის ის უბრალოდ პატრიარქი აღარ იყო. იყო შეგრძნება. იყო რწმენა. იყო რაღაც ძალა.
ყოველთვის მეგონა – უკვდავი იყო. ყველას თავისი წილი უწმინდესი ჰყავდა. იმათაც კი, ვინც ახლოდან არასდროს შეხვედრია – მაინც გრძნობდნენ. მაინც ჰქონდათ რაღაც კავშირი. დასრულდა ეპოქა, მაგრამ უწმინდესის სინათლე მუდამ გაანათებს ჩვენს გულს და გონებას. უფალმა დაუმკვიდრა სასუფეველი”, – წერს სოციალურ ქსელში მსახიობი ია ფარულავა.