ნიკოლოზ ხარატის ემოციური პოსტი ილია მეორეზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„როგორი ბედნიერი ვიყავი ამ დღეს… სულ მინდოდა, რომ უწმინდეს და უნეტარეს ილია II-ს შევხვედრილიყავი და, როცა შევხვდი, მისი თბილი ხელი თავზე დამადო და მისი სიკეთით სავსე ხმით დამლოცა ეს არასდროს დამავიწყდება.
იმ დღიდან, როგორ გითხრათ, ცხოვრება ახლიდან დავიწყე ყველა შეცდომას ვუკვირდებოდი და ვცდილობდი გამომესწორებინა. ვერასდროს წარმომედგინა, ეს დღე თუ დადგებოდა…
მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, მოხდა ეს დიდი ტრაგედია. ვიზიარებ ამ უდიდეს ქვეყნის ტკივილს. არ ვიცი, ამაზე დიდი ტრაგედია რა უნდა იყოს…
დღეს რომ გავიღვიძე, თითქოს ჩემს ცხოვრებას რაღაც უდიდესი ნაწილი მოაკლდა. ალბათ ისეთივე ხალისიანი და ლაღი ვეღარ ვიქნები, როგორიც აქამდე ვიყავი…
უმძიმესი და უდიდესი ტკივილით სავსე დღე გაგვითენდა მართლმადიდებელ ქართველებს. არ ვიცი, ამას როგორ შევეგუებით… ჩვენი ქვეყნის უდიდესი ეპოქა 17.03.2026 წელს დასრულდა.
უწმინდესო, მიყვარხარ და მეყვარები მუდამ, სანამ ცოცხალი ვარ…“, – წერს ნიკოლოზ ხარატი სოციალურ ქსელში.