სოციალურ ქსელში მარიამ მოდებაძე, სამების საკათედრო ტაძრიდან, სადაც ილია მეორის ცხედარი იყო დაბრძანებული ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს.
„დღეს ჩემი გული ორად არის გაყოფილი… ერთი ნაწილი ტკივილით არის სავსე, მეორე კი ისეთი მადლიერებით, რომელსაც სიტყვებიც ვეღარ იტევს… სიჩუმე ისეთი ღრმაა, თითქოს დრო ჩერდება… ყველაფერი ლოცვას ჰგავს ფიქრიც, ცრემლიც… ეს აღარ არის მხოლოდ დამშვიდობება… ეს არის ისტორია, რომელიც გულში იწერება და არასოდეს იშლება… ვემშვიდობებით ადამიანს, რომელიც თავად იყო სითბო, რწმენა და სიმშვიდე, მთელი ერის საყრდენი! კირა, ჩემო პატარა, მე მოგიყვები, როგორ ვიდექით ერთად… როგორ ტიროდა გული უხმოდ…მოგიყვები, როგორ იქცა იმ დღეს მთელი საქართველო ერთ გულად…
როგორ გახდა ცრემლი ლოცვა და სიჩუმე – მადლობა… და როგორ იდექი შენც იქ, ამ ისტორიის შუაგულში… დღეს ჩვენ დავემშვიდობეთ არა მხოლოდ პატრიარქს… დღეს თითქოს ისტორიის კიდევ ერთი განსაკუთრებული ფურცელი ჩუმად ჩაიკეცა ჩვენს თვალწინ… მაგრამ სინათლე არ ქრება… არ ქრება, როცა ასეთი ადამიანი მიდის… ის რჩება… გადადის გულიდან გულში, სიყვარულიდან სიყვარულში… და ამით აგრძელებს ცხოვრებას ჩვენში… მადლობა ყველაფრისთვის… მადლობა იმ სითბოსთვის, რომელმაც გაგვაერთიანა… მადლობა იმ რწმენისთვის, რომელმაც გაგვაძლიერა… მადლობა იმ იმედისთვის, რომელმაც არასოდეს დაგვტოვა… მშვიდობით, ჩვენო უწმინდესო… თქვენი სიყვარული და მადლი მარად იცოცხლებს ჩვენს გულებში… 21.03.2026 წ. 04:30სთ“, – ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. 22 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონში ამბიონთან – წმინდა ნინოს ჯვარსა და ათონის ივერთა მონასტერში დაცული წმინდა ხატის ასლს შორის დაკრძალეს.