„აჭარული უყვარდა, გელა გადმოხტიო მეტყოდა… სულ მე მაცეკვებდა, არ ვიცოდი ცეკვა კარგად“

მომღერალი, მგალობელთა გუნდის წევრი გელა დონაძე „შუადღის“ ეთერში პატრიარქს იხსენებს.

„ბოლოს დაბადების დღეზე ვიყავით „ბასიანის“ ანსამბლი… აჭარული უყვარდა… სულ მე მაცეკვებდა, არ ვიცოდი ცეკვა კარგად, მაგრამ გელა გადმოხტი- მეტყოდა ხოლმე და მეც რაც მოძრაობა ვიცოდი, ყველაფერს ვაკეთებდი…“- იხსენებს გელა დონაძე.