მსახიობი რუსკა მაყაშვილი ამბობს, რომ შვილების ბედნიერება მისი ცხოვრების მთავარი მიზანია და მისი ყველა ქმედება და გადაწყვეტილება, სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
“ძალიან მომწონს ჩემი თავი, როგორც დედა. სულ მგონია, რომ კარგი დედა ვარ. საერთოდ, ვფიქრობ, რომ დედა თუ თვლის, რომ კარგი დედაა, უნდა შეაქოს საკუთარი თავი… იმიტომ, რომ ყველა დედა შესაქებია.
მე ვთვლი, რომ კარგი დედა ვარ, რადგან ის, სიამოვნება, რასაც ჩემი შვილები მანიჭებენ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ყოველთვის ყველა ფლანგზე პირველ ადგილზე არიან, ყოველთვის ყველაფერს მათთვის ვაკეთებ და სულ ვცდილობ, დავიცვა ისინი. მათ შორის, იმ სტრესისგანაც, რომელშიც ახლა არიან და რაშიც დამნაშავე მხოლოდ ჩვენ, მათი მშობლები ვართ.
უნდა ვთქვა, რომ ბედნიერი დედა ბედნიერ შვილებს ნიშნავს და ამიტომ ახლა დედა ცდილობს ბედნიერი გახდეს, რომ შვილებიც ბედნიერები იყვნენ.
ეს ბედნიერება იმ სიმშვიდეში გამოიხატება, რომელიც დავიმსახურე და რომელიც ჩემს მეუღლესთან ამ ურთიერთობის დასრულებით უნდა მივიღო,”- თქვა მსახიობმა პოდკასტში “მძიმე წერტილი”.
შეგახსენებთ, მსახიობი რუსკა მაყაშვილი და მისი მეუღლე, სპორტსმენი სანდრო ნიჟარაძე ერთმანეთს ოფიციალურად გაეყარნენ. წყვილს ორი შვილი – ილია და კატო ჰყავთ.