“პირველად ვნახე ასეთი ცბიერი ადამიანი” – რას წერს შორენა ბეგაშვილი ზურა შევარდნაძეზე

შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ზურა შევარდნაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

“ოთხი წლის წინ ევას დაბადების დღეს ვიხდიდით და მაშინ მივედი პირველად გარდენიაში. ადგილი მომეწონა, მაგრამ ციოდა, გავათბობთო და გადავიხადე თანხის ნაწილი-“ყვავილების”(შეთანხმებულები ვიყავით ვარდებზე)ერთ კვირაში რომ მივედით -“ ის ჯავშნის ფული იყო ახლა გადამიხადეთ ყვავილებისო”😁უკვე ვეღარ გადავდებდით წვეულებას და თავიდან გადავიხადე. მივედით საღამოს და ვარდების მაგივრად მინდვრის ყვავილებით იყო მაგიდა მორთული (ფოტოზე ჩანს)და ალაგ-ალაგ ხელოვნური ყვავილები იყო გამოყენებული😂 ამას რომ თავი დავანებოთ🤦🏻‍♀️ისე ციოდა🥶გაიყინნენ ბავშვები. მივწერე მის დამხმარეს, პასუხიც არ გამცა🤭 ისე მომატყუეს თვალი არ დაახამხამეს😂 პირველად ვნახე ასეთი ცბიერი ადამიანი🤭 მერე ეკრანზე რომ ვხედავდი, ვფიქრობდი, რამე ხო არ მეშლება, მე ხომ არ ვარ დამნაშავე მეთქი😂იმდენად სხვა ადამიანს თამაშობდა. იმედი მაქვს გამდიდრდა იმ ფულით😏😂”-წერს შორენა ბეგაშვილი.