“დიახ ზურა შევარდნაძე ჩემი მეგობარია”

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

”აჰა, გათენდა და არ დაგავიწყდეთ რომ აგესია, ზიზღი, ანგარიშსწორების სურვილიც უნდა გამოაღვიძოთ, კარგად უნდა გაიხსენოთ “გარდენიაში”ვის რა გაწყენინეს, ვის როგორ შეგცივდათ, ვინ რა გადაიხადეთ, მორალისტებმა ამორალურები ამხილეთ, ზრდილობიანებმა გაა-ვი ტრ—ში შეიტენე და ყ… ეოთი შეცვალეთ, ვიღაცეებმა იარეთ გამარჯვებულის იერით და იძახეთ- ჭკუა ხომ ვასწავლეთ, შექმენით ჯგუფები და გამოავლინეთ საშიში დამნაშავე, გულაჩუყებულებმა ილაპარაკეთ მიტევებაზე და წელიწადში ერთხელ პატიების დღეს დაელოდეთ, სხვის ჯიბეში ფულები ითვალეთ და ქველმოქმედების ვალდებულებებზე ილაპარაკეთ და აგრესია გაამრავლეთ, ასე უფრო სასიამოვნო და ლამაზი გახდება ცხოვრება, დედამიწას რომ სიყვარული ატრიალებს ეგ უფრო საჭირო დროს გაიხსენეთ…
დიახ, ზურა შევარდნაძე ჩემი მეგობარია!
დილა მშვიდობისა!”