“ტყუილია არავის ჩაუშლია კონცერტი!“ — გიორგი გასვიანი ანრი ჯოხაძის კონცერტის გაუქმებაზე

ანრი ჯოხაძის ახლო მეგობარი, ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი აცხადებს, რომ ვენაში დაგეგმილი კონცერტის „ჩაშლაზე“ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

მისი თქმით, კონცერტი თავად ანრი ჯოხაძემ გააუქმა რამდენიმე დღის წინ და ამას სხვა მიზეზები ჰქონდა.

„ტყუილია! არავის ჩაუშლია კონცერტი! ანრიმ თვითონ გააუქმა რამდენიმე დღის წინ.. საერთოდ სხვა მიზეზების გამო! გადაამოწმეთ მაინც! ტყუილებს ტირაჟირებთ! ვიღაც ავრცელებს და ქულას იწერს ტყუილების გამავრცელებლებთან! ვითომ ჩაშალეს!“

გასვიანის ეს განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც სოციალურ ქსელში კონცერტის გაუქმება პროტესტს და საზოგადოებრივ ზეწოლას დაუკავშირეს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე გვერდმა „ქართული ვენტრი ავსტრიაში“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ვენაში 18 აპრილს დაგეგმილი კონცერტი ემიგრანტების პროტესტის ფონზე, ვენის მაგისტრატის გადაწყვეტილებით გაუქმდა.