„მე ავირჩიე ჩემი თავი, ჩემი შვილები და ჩემი შვილების წყნარი ცხოვრება. სწორი არჩევანი გავაკეთე, რადგან ჩემი შვილები ცხოვრობენ ძალიან ბედნიერად.
ბევრი კითხვა იყო ყოველთვის ჩემს ბიზნესთან დაკავშირებით – კი, იყო თავიდან ქმარი, როდესაც სწორი მიმართულება მომცა, რომ ქარხანა მეპოვა, მაგრამ, ამის გარდა, არის პროდუქტები, პროდუქტებზე მუშაობა, მის შემადგენლობასა და ხარისხზე მუშაობა.
რაც უნდა ფულიანი მამაკაცი ჰყავდეს, ქალს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საკუთარი საქმე, რომ ვიღაცამ ყელში არ ამოუყვანოს ყოველი თეთრი და დაშორების შემდეგ ეს ყველაფერი არ აყვედროს, არ წაართვას და ა.შ
ის პერიოდი მაქვს, როცა მამაკაცზე საერთოდ არ ვფიქრობ, მე ჩემი შვილების წყნარი ცხოვრება ავირჩიე…“ – ამის შესახებ მოდელმა, ინფლუენსერმა და ბიზნესლედიმ, თამო ვაშალომიძემ “პრაიმ ტაიმთან” ინტერვიუში ისაუბრა.