“იმ დღეს ირმა არ მოკვდა მარტო, ჩვენც მოვკვდით, და ისეთები არასდროს აღარ ვიქნებით”

მარიამ გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში გარდაცვლილი დის შესახებ წერს.

”ირმა, ყველა იყო და ყველაფერი შეეძლო.

მე რომ მეტკინებოდა, ირმას ვურეკავდი, მე რომ მეშინოდა, მწყინდა, მიჭირდა, სამსახურში რომ ვბრაზდებოდი – სულ ირმა იყო მხსნელი. ახლა?
ყველაფერი არაფერი გახდა.
იმ დღეს ირმა არ მოკვდა მარტო, ჩვენც მოვკვდით, და ისეთები არასდროს აღარ ვიქნებით.
ნინომ დაწერა და მართლა ასეა ჩემო პატარა.. ძალიან მენატრები უკვე 😞 ირმა გაფრინდაშვილი 😞”