ლიკა კუჭუხიძე, ვისი მეუღლეც, ბაჩო ლასარეიშვილი აბაშაში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა, ნოე სულაბერიძის გადაცემას სტუმრობდა.
„ჩემმა დედამთილმა ჩემთვის ძალიან ბევრი რამე გააკეთა. ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ის ერთადერთია მსოფლიოში, რომელმაც შეძლო და თავისი შვილის სიყვარულს პატივი სცა. ჩემს დედამთილს ერთადერთი შვილი ჰყავდა. მას სახლში დასვენებულს ტოვებდა და ჩემთან საავადმყოფოში მოდიოდა.
როდესაც მითხრეს ბაჩო აღარ არისო, ერთი წამითაც არ მიფიქრია სად უნდა წავსულიყავი, თუ არა ჩემი მეუღლის სახლში, სადაც მან მიმიყვანა და დამტოვა? დღეს მე ჩემი მეუღლის ოჯახში ვიმყოფები. ჩემი მეუღლე მამის გარეშე გაიზარდა. ორი თვის იყო, როდესაც მამამ მიატოვა“, – ამბობ ლიკა კუჭუხიძე.