ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი გარდაცვლილი დის შესახებ წერს.
”ირმიკო …
ძალიან მენატრები 😞25 მარტის შემდეგ სიანამდვილეში -ყველა დღე წინაზე მძიმე და აუტანელია…
მე არ მჯერა რომ ამ ტკივილის ,მონატრების და სიცარიელის მკურანალი რამე არსებობს.არც დრო ..
არ ვიცი როგორ გრძელდება ცხოვრება “მერე იქ ” ან აქ დედამიწაზე მაგრამ ახლა – ვნანობ ,ყველა წუთს როცა ერთად არ ვიყავით ,ყველა უპასუხო ზარს, საშინლად- აუტანელი და მტკივნეულია ყველა ნივთი, ამბავი და მოგონება რომელიც გიკავშირდება …
რეალობის დაბლოკვას ათასი იდიოტობით ცდილობს ჩემი ტვინი-რა არ ვცადე მაგრამ შეუძლებელია …
ცარიელი და ყველაზე სევდიანი ადგილია ახლა ჩვენი საყვარელი სახლიც სადაც მთელი ცხოვრება ,ყველაზე ბედნიერი წლები ,ზოგჯერ ცუდი დღეები და ამბები ერთად გავატარეთ და გადავიტანეთ …
ვერ ვიღებ ამ რეალობას რომ არ ხარ.
საშინელი უსამართლობის განცდა მაქვს და გთხოვ ისევ შენ დამემხარე რომ გავთავისუფლდე –
ირმა გაფრინდაშვილი მიყვარხარ 🤍😊“