ნინო ხოშტარიას არგენტინული თავგადასავალი მეუღლესთან ერთად

ტელეწამყვანი ნინო ხოშტარია ფართო საზოგადოებამ წლების წინ, პოპულარული გადაცემიდან „ყველაზე ჭკვიანი“ გაიცნო და შეიყვარა. მიუხედავად იმისა, რომ მან ტელეეკრანები დიდი ხნის წინ დატოვა და მას შემდეგ საჯარო სივრცეში იშვიათად ჩნდება, მის მიმართ ინტერესი მაინც არ ნელდება.

ნინო 25 წელზე მეტია დაოჯახებულია, მისი მეუღლე ბაჩა მალაზონიაა. წყვილი რამდენიმე წლის წინ ბებია-ბაბუა გახდა. პატარა პაოლო კი მათი ცხოვრების მთავარ გმირად იქცა.

ნინო ოჯახურ კადრებს იშვიათად გვიზიარებს, მაგრამ ეს შემთხვევა გამონაკლისია – ის მეუღლესთან ერთად არგენტინაში, ბუენოს აირესში მოგზაურობს. საქართველოსგან ძალიან განსხვავებული კულტურის ქვეყანაში წყვილის თავგადასავალი მართლაც თავბრუდამხვევია. “სიყვარული მდინარე ტირგზე”, – წერს ნინო და ელ ტიგრეში გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს აქვეყნებს.

ელ ტიგრე (El Tigre) არის პოპულარული ტურისტული ადგილი და პარანას დელტის (Paraná Delta) კარიბჭე არგენტინაში, ბუენოს-აირესიდან ჩრდილოეთით 28-30 კმ-ში. ეს არის უნიკალური წყლის ქალაქი, სადაც ნავი გადაადგილების მთავარი საშუალებაა. დამთვალიერებლებს შეუძლიათ დაათვალიერონ მდინარის ლაბირინთები, პატარა კუნძულები, ხილის ბაზარი და გაეცნონ ადგილობრივ, ნელ ტემპზე დაფუძნებულ ცხოვრებას.