გვანცა დარასელიამ საკუთარი იუთუბ გადაცემის, “გვანცას პოდკასტის” მეშვეობით, საკუთარი ოჯახი მაყურებელს უფრო ახლოს გააცნო. ცოტა ხნის წინ ის მშობლიურ, ბავშვობის სახლს სტუმრობდა და იქ გატარებულ დღეებს იხსენებდა, აღდგომის დღესასწაულზე კი მეუღლის მშობლებს ესტუმრა.
ამ ეპიზოდში გვანცა დარასელიასთან ერთად მისი მეუღლის, ვახო მჭედლიძის დედაც ვიხილეთ. გვანცამ საქართველოში სტერეოტიპულ თემაზე, რძალ-დედამთილობაზე ისაუბრა და აღდგომის დღესასწაულის ოჯახური ტრადიციებიც გაგვიზიარა:
„ვერ ვეძახი სახელს. სულ მეუბნება, სახელი დამიძახე – მაია, მაგრამ ვერ მივეჩვიე. ბავშვების გავლენით, ბებიათი მივმართავ ხოლმე. ვერც დედას ვეძახი, მე არ მომწონს დედამთილს რომ დედას ეძახიან. 16 წელი გახდება, რაც მისი რძალია ვარ, მაგრამ მაინც ვერ ვეჩვევი სახელით მიმართვას“, – ამბობს გვანცა.
“მე მსიამოვნებს სახელით რომ მომმართავ. დედა ერთია და შეუცვლელია”, – ამბობს გვანცას დედამთილი.