რა ხდება Chanel-ის კულისებში: მატილდა გვარლიანი შვეიცარიელი ფოტოგრაფის ობიექტივიდან

ფოტოგრაფი კაილა კონორსის ობიექტივში ქართველი მოდელი აღმოჩნდა. კადრში მატილდა გვარლიანია, კადრს მიღმა კი:

სტილისტი – Katie Burnett/Shaw
თმის სტილისტი  -Rudi Lewis
ვიზაჟისტი Manu Kopp
ქასთინგ მენეჯერი – Laura Forget
 საპროდიუსერო კომპანია  -Cinq Étoiles Productionsეს არის მატილდას მორიგი წარმატებული თანამშრომლობა მსოფლიოს ნომერ პირველ მოდის სახლთან, სადაც ის პროფესიონალების საერთაშორისო გუნდთან ერთად მუშაობდა. 

კაილა კონორსი თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სახეა, რომლის შემოქმედებაც მოდის ფოტოგრაფიისა და კინემატოგრაფიული თხრობის ზღვარზე გადის. 

წარმოშობით შვეიცარიელმა ხელოვანმა განათლება ლონდონში, ცნობილ Central Saint Martins-ში მიიღო, სადაც ჯერ კურატორობასა და ისტორიას, შემდეგ კი გამოსახულების შექმნის ხელოვნებას (MA in Image Making) დაეუფლა. სწორედ კურატორობის გამოცდილებამ მისცა მას უნარი, რომ ფოტოებს მიუდგეს არა მხოლოდ როგორც კადრებს, არამედ როგორც სრულყოფილ ნარატივებს.

ის წარდგენილია ფოტოგრაფიის კატეგორიაში Hyères Fashion Festival-ზე და მოხვდა Dazed-ის (2024 წლის გაზაფხული/ზაფხული) იმ ნიჭიერ ხელოვანთა სიაში, რომლებსაც აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება. რეგულარულად მუშაობს ისეთ გავლენიან გამოცემებთან, როგორიცაა Self Service, Dazed და Rave.  მის ერთ-ერთ ბოლო წარმატებად ითვლება Alexander McQueen-ისთვის გადაღებული ფოტოები (Simmonds-ის კრეატიული დირექტორობით).