“ჩემს სიმდიდრეს არც შვილებს არც ოჯახს არ დავუტოვებ!“

თურქი მომღერალი იბრაჰიმ თათლისესი ამბობს, რომ მილიონიან ქონებას სახელმწიფოს გადასცემს და ოჯახისთვის არაფრის დატოვებას არ აპირებს.

„მთელ ჩემს ქონებას სახელმწიფოს ვუტოვებ…“, – აცხადებს თურქი მომღერალი. 

როგორც ის აღნიშნავს, მთელი თავისი შემოსავალი საკუთარი შრომით აქვს მიღებული და სწორედ ამიტომ, შვილებისთვის არც ქონების და არც თანხის დატოვებას არ აპირებს.

 „ჩემს სიმდიდრეს არავის, მათ შორის ოჯახსაც კი, არ დავუტოვებ. ყველაფერი, რაც შევაგროვე, სახელმწიფოს გადავცემ...“ – ამბობს იბრაჰიმ თათლისესი.

ცნობილი თურქეი მომღერალი ფლობს ვილებს, სასტუმროებს, ქაბაბის რესტორნებს, ტელევიზიებს და ავტომობილების პარკს ბოდრუმსა და იზმირში.